საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

PAR მიმართულების ხელმძღვანელი

ქეთევან გომელაური

ქეთი ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის გუნდს 2015 წელს შემოუერთდა. ის ხელმძღვანელობს საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე პროექტებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ასევე ქცევითი მეცნიერების ექსპერტია. ქეთის გამოცდილება საჯარო ადმინისტრირებისა და დემოკრატიული მმართველობის მსხივლმასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების მართვის მიმართულებით 16 წელზე მეტს ითვლის. მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ევროკავშირი, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანაშრომლობის სააგენტო (SIDA), და ა.შ. ბოლო ათი წელია ქეთი მუშაობს ისეთი ინოვაციური სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც ემსახურება ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის სრულფასოვან დანერგვას საჯარო სერვისების დიზაინსა და მიწოდებაში. მათ შორის, როგორც ქცევითი მეცნიერების სპეციალისტი, ის მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან მათი მომსახურების ეფექტურობის ასამაღლებლად, რაც გულისხმობს ბენეფიციართა ქცევის ცვლილებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ეფექტი. როგორც საჯარო მოხელე, ქეთი ჩართული იყო იმ რეფორმების ციკლში, რომელთა განხორციელებით (2004-2012 წწ-ში) საქართველომ კარგი მმართველობის მიმართულებით რეგიონში მოწინავე ადგილი დაიკავა. 2012-2015 წლებში ქეთი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (PSDA) თავმჯდომარის მოადგილედ. მან წვლილი შეიტანა იუსტიციის სახლების, საზოგადოებრივი ცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობებში ელ.მმართველობის დანერგვის პროცესში. ქეთი ფლობს საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს, საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. ქეთი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. მისი პირველი პროფესია გახდა მისი ჰობი - ქეთიმ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და თავისუფალ დროს აგრძელებს ხატვას. ქეთი მიიჩნევს, რომ ქცევითი მეცნიერების საჯარო პოლიტიკაში, პროგრამებსა და სერვისების დიზაინსა და მიწოდებაში გამოყენება არის სავალდებულო ნაბიჯი, პოლიტიკის თანმდევ გამოწვევებზე საპასუხო ქმედებების ერთობლივი შემუშავებისთვის. საყვარელი ციტატა: “If at first the idea is not absurd, then there is no hope for it.” (Albert Einstein)

ძირითადი გუნდი