სერვის დიზაინის კონსულტანტი / პროექტის მენეჯერი
მარიამ ნაფეტვარიძე
IRC-ის საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულების ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. მარიამი უკვე 10 წელია IRC-ის გუნდის წევრია. ამ პერიოდის განმავლობაში, მარიამს ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა (იურისტი, ბიზნეს ანალიტიკოსი, პროექტის მენეჯერი და სხვა) და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ (EU, UNDP, USAID/GGI, UNHCR) მხარდაჭერილ არაერთ პროექტში იყო ჩართული. უკანასკნელი 5 წელია მარიამის საქმიანობა საჯარო მმართველობის რეფორმასთან არის დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად, მისი საქმიანობა ძირითადად ეხება რეფორმის ორ მიმართულებას - სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახური. საჯარო მმართველობის რეფორმასთან მიმართებით, მარიამს აქვს როგორც პროექტების მართვის, ისე კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება. მარიამის მონაწილეობით IRC-ს განხორციელებული აქვს პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულებებში ისეთი თანამედროვე მეთოდოლოგიების/მიდგომების დანერგვას როგორიცაა მაგალითად, შემოქმედებითი აზროვნება (Design Thinking) და ქცევითი მეცნიერება. 2012 წელს მარიამს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. ის ასევე ფლობს იმავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს. საყვარელი გამონათქვამი: If you can’t explain it simply, you don’t understand it well enough