ფინანსური მენეჯერი
თათია ნიკოლეიშვილი
IRC-ის ფინანსური მენეჯერი. ის IRC-ის გუნდს 2011 წლიდან შემოუერთდა. მას აქვს კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ის მართავს, როგორც ორგანიზაციის ასევე ცალკეული პროექტების ფინანსებს. თათიას აქვს არაერთი პროექტის ფინანსური მართვის გამოცდილება: საგრანტო პროექტების ფინანსური მართვა და ბუღალტერიის წარმოება, დონორ ორგანიზაციებთან ანგარიშის წარდგენა და ბიუჯეტის კონტროლი, რომლებიც დაფინანსებულია ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: UNHCR, EU, USAID, UNDP, და სხვა. მან დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით (2003–2007). გავლილი აქვს ACCA ბუღალტერიის საერთაშორისო კურსები (F1 Accountant in Business, F3 Financial Accounting), ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში, ასევე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS-ის) პრაქტიკული კურსი, ორისის შემსწავლელი კურსები, ტრეინინგი საგადასახადო და საბაჟო სამართლებრივ რეგულირებაში.