PDP მიმართულების ხელმძღვანელი
ანა კაპანაძე
ანა კაპანაძე IRC-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობს. ის IRC-ის გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ანას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ხოლო მონაცემთა დაცვის თემაზე ბოლო 8 წელია მუშაობს. ანას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს როგორც იურისპრუდენციაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებებში - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისგან (CEU). 2020 წელს ანა გახდა ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CIPP/E), მიიღო მონაცემთა დაცვის სპციალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP) სერტიფიკატი. ანა 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე, 2011 წლიდან მუშაობა განაგრძო სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც 2013 წლიდან გახდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 2010 -2019 წლებში ანა ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.