საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპეციალისტი

ელენე ძნელაძე

IRC-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების სპეციალისტი. ის IRC-ის გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა. აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ელენეს სამუშაო და აკადემიური საქმიანობა წლების განმავლობაში დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასთან, უმეტესწილად კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალთან. სწორედ ამ მიმართულებით აქვს კვლევითი გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროექტებში, რომლებიც დაფინანსებულია ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: USAID, UNDP და სხვა. 2021 წელს ელენეს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. ამავდროულად ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს.

ძირითადი გუნდი