საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კერძოობის უფლება (Right to Privacy) და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ადამიანის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის რეგულირება და დაცვის ახალი საკანონმდებლო თუ ტექნოლოგიური მექანიზმების შექმნა წარმოადგენს საკხითხს, რომლიც სულ უფრო და უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს თანამეროვე მსოფლიოში. მონაცემთა დაცვის საკითხი განიხილება ისეთი კონცეფციების კონტექსტში როგორიცაა ხელოვნული ინტელექტი (Artificial intelligence), თვალთვალის კაპიტალიზმი (Surveillance capitalism), მიკრო მიზნში ამოღება (Microtargeting), მონაცემებით მართული ტექნოლოგიები (Data-driven technologies) და ა.შ.

ამ ფონზე, გვრჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოში არაფერი, ან თითქმის არაფერი ხდება ამ სფეროში, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა, ცალკეულ აქტივისტთა და კერძო სექტრის ერთეულ წარმოამადგენელთა აქტიურობას.

კითხვაზე, თუ რატომ არ აღელვებს საქართველოს ხელისუფლებას მისი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცვა,   ალბათ,   გულრწფელი პასუხი იქნებოდა - „გარედან აღარავინ გვთხოვს ამ საკითხზე მუშაობას - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკვე გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულებაც ხელმოწერილია და ახლა მონაცემთა დაცვის დაბალი სტანდარტის გამო არც ერთს წაიღებს უკან ვინმე
და  არც  მეორეს.  ქართული საზოგადოების ერთ  ნაწილს არ  ესმის  საკითხის
მნიშვნელობა  (ან   სხვა   ეგზისტენცაილური პრობლემის  ფონზე  არ   სცალია
ამისთვის), ხოლო მეორე ნაწილი, ვისაც საკითხი მეტ-ნაკლებად ესმის -  ჯერ
პროტესტით არ გამოსულა და რუსთაველის გამზირი არ გადაუკეტავს და როცა
ხალხს შია, როცა სამუშაო ადგილები არ არის და მთავრობას სხვა ამოცანებიც აქვს
გადასაწყვეტი . . . რა დროს პერსონალური მონაცემებია . . . .“

ალბათ, ასეთი იქნებოდა გულრწფელი პასუხი, რომლის შინაარსს არ გავიზიარებდით, მაგრამ მაინც დავაფასებდით - როგორც გულრწფელს და მეტი მოტივაცია გვექნებოდა ამ გულწფელი მაგრამ მცდარი აზრის ავტორი გადაგვერწმუნებინა. ახლა კი სიტუაცია უფრო რთულია, რადგან ხშირად ვისმენთ მაღალი თუ საშუალო რგოლის მოხელეთა თავმომწონე მსჯელობას იმის შესახებ, თუ რამდენი გაკეთდა უკვე და როგორ ზრუნავს ცალკეული სამინისტროს ხელმძღვანელობა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
რატომ არის ასე  მნიშვნელოვანი პერსონალურ მონაცემთა დაცვა, მაშინაც კი როცა
„ხალხს შია, და სამუშაო ადგილები არ გვაქვს“?

პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ეს არ არის საკითხი მხოლოდ იმის შეხებ გაიგებენ თუ არა მეზობლები და ნათესავები თქვენი შემოსავლების, ვალების, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ ოჯახის ახალი რძლის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ეს არც საჯარო მოხელეთა პერმიების გამჭვირვალობისა თუ დახურულობის საკითხია.

დღეისათვის    ფიზიკურ    პირთა    პერსონალური    მონაცემების    უკონტროლო,
გადაჭარბებული დამუშავებდან მომდინარე საფრთხეების მნიშვნელობა სცდება
„მეზობლების    ჭორაობას“    და    ადამიანისთვის    მიყენებულ    ფსიქოლოგიურ
დისკომფორტს.  პერსონალურ  მონაცემთა  უკონტროლო  დამუშავება  ადამიანის სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის არსებით რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია ადმიანის ქცევის პროგნოზირებასა და მასზე მანიპულაციის შესაძლებლობასთან, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის თანამედროვე დემოკრატიული წესრიგის არსებობას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების შესაძლებლობები უპრეცედენტოდ იზრდება, როდესაც ვირტუალურ სივრცეში ადამიანის მოქმედებათა კვალის აღირიცხვა ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან მარტივია, როდესაც ჩვენი მონაცემები და ინტერნეტში დატოვებული კვალი ჩვენივე ქცევის პროგნიზირებისა თუ კორექტირებისთვის გამოიყენება - პერსონალურ მონაცემთა დაცვა ეს არის საკითხი იმის შესახებ გვექნება თუ არა თავისუფლება, თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი თავისუფალი საზოგადოება, დავექვემდებარებით თუ არა სახელმწიფოსგან ტოტალურ კონტროლს, ანდა დიდი კორპორაციების მანიპულაციას, შეგვეძლება თუ არა თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საერთოდ გევქნება თუ არა   დემოკრატია.   და თუ ეს ყველაფერის არ გვექნება, ნაკლებად  სავარაუდოა  რომ საქართველოში  სამუშაო  ადგილები  გაჩნდეს ან/და
„მაცივრები    გაივსოს“.    დიახ,    დღეს    ეს    ყველაფერი    ერთმანეთთან    არის
დაკავშირებული.


და მიანც, რატომ მიგვაჩნია რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ანაღვლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი და დიდი ხანია თითქმის არაფერი ხდება სასიკეთო ამ სფეროში?

სანამ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შესაძლო მიზეზებს განვიხილავთ, მიზანშეწონილია ავხსნათ თუ რატომ ვფიქრობთ ასე, ანუ საიდან დავასკვენით რომ საქართველოს ხელისუფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი არ აღელვებს.  ეს აუცილებელია მათ შორის იმიტომ, რომ აუცილებლად გამოჩნდება    ხალხი    ვინც    გვისაყვედურებს    ამ    პოზიციის/შეფასების    გამო,
დაუნახაობას დაგვაბრალებს და გვეტყვის რომ უკვე ბევრი გაკეთდა და სახეზე აშკარა პროგრესი გვაქვს.

ამ თემაზე საუბრისას ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტად აუცილებლად გვეტყვიან რომ გასულ წლებში ასეულობით მოხელემ გაიარა ტრენინგი მონაცემთა დაცვის თემაზე, შეგვახსენებენ რომ საჯარო დაწსებულებების ნაწილს გამოყოფილი ჰყავთ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, მეტიც რომელიღაც სამინსტროს, მაგალითად შსს-ს ცალკე ქვედანაყოფიც კი ჰყავს რომელიც თავგამოდებით ზრუნავს მონაცემთა დაცვაზე და მასთან თანხმდება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები, გვეტყვიან რომ სამინისტროები აქტიურად გადიან კონსულტაციებს სახელმწიფო ინსპექტორთან
და ა.შ.

ზემოთჩამოთვლილი არგუმენტები გატარებული ღონისძიებების შესახებ, ძირითადად    სწორია  ანუ ფაქტობრივ  უზუსტობებს  ნაკლებად  შეიცავს,  მაგრამ ჩამოთვლილთაგან ვერცერთი ღონისძიება ან მათი  ერთობლიობა ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ მონაცემთა დაცვის საკითხი რეალური პრიორიტეტია და ხელისუფლება მართლა ზრუნავს მასზე.

თუ კამათში შევალთ და დამაჯერებელ ფაქტებსა და არგუმენტებს მოვიშველიებთ,
ალბათ, იმასაც შეგვახსენებენ რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვა
„ახალი თემაა“,  შესაბამისად პროგრესიც ზომიერია და ჯერჯერობით იმით უნდა დავკმაყოფილდეთ რაც გვაქვს - ანუ გვეტყვიან რომ ჭიქა ნახევრად მაინც არის სავსე. უნდა გამოგიტყდეთ რომ ეს უკანასკნელი ახსნა მე უკვე ძალიან უადგილოდ
და  არაპროფესიონალურად მეჩვენება. კი, ჩვენც ვიცით რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში დაახლოებით 40 წლით ადრე დაიწყეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება, ვიდრე საქართველოში, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი და გამართლებული მუდმივად 30-40 წლით ჩამოვრჩებოდეთ პროგრესს. მითუმეტეს, რომ სხვა ევროპული მიღწევები და კომფორტი სწორედ თანამედროვე და უახლესი გვიყვარს ჩვენც და ჩვენს ჩინოვნიკებსაც ?!

ჩვენ მიერ დანახული ზოგადი პრობლემა ის არის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვა ჯერ კიდევ მიჩნეულია მეორადი მნიშვნელობის საკითხად, რომელიც იმიტომ არსებობს რომ „ევრო საბჭო და ევრიკავშირის ითხოვს“ და რომელიც მარტივად და იაფად უნდა მოგვარდეს. ეს არის საკითხი რომლისთვისაც მინისტრებს   და   მათ   მოადგილეებს   არ   სცალიათ   და   საშუალო   რგოლის მენეჯმენტის ძალისხმევით  უნდა მოგვარდეს, თანაც, ძირითადად, უფასოდ! აქ მოქმედებს დაახლოებით შემდეგი ლოგიკა - ტრენინგებს   ჩავატარებთ, ერთ-ორ შიდა აქტს დავამტიცებთ, მონაცემთა დაცვის ერთ ოფიცერსაც დავნიშნავთ და ა.შ. მაგრამ თუ გასულ წელს ჩვენს მიერ შეკვეთილი ან შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზა ხელის შევლებას საჭიროებს იმისათვის რომ შესაბამისობაში მოვიდეს მონაცემთა დაცვის პრინციპებთან და ამისთვის 20 ან 50 ათასი ლარი გაქვს დასახარჯი, ნურას უკაცრავად! ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
კი გვესმის საკითხი და კი გვინდა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ძვირია და ახლა ამის შესაძლებლობა არ არის.

რამდენიმე  ფაქტი  იმის  საილუსტრაციოდ,  თუ   რატომ  მიგვაჩნია  არსებული მდგომარეობა იმაზე უარესად ვიდრე ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი ჭიქა:

    გასული   წლის   განმავლობაში   IRC-მ   ჩაატარა   პერსონალურ   მონაცემთა დამუშავების მოცულობის ან სენსიტიურობის თვალსაზრისით გამორჩეულად მნიშნველოვანი 10 სისტემის მონიტორინგი, მათ შორის შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების მართვაში არსებული ისეთი სისტემების, როგორიცაა ჭკვიანი კამერების სისტემა, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (EHR), პირველკლასელთა რეგისტრაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი
და სხვ. ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მონაცემთა ასეთ მსხვილ
და    მნიშვნელოვან    დამმუშავებლებსაც    კი,    სენსიტიური    და    დიდი
მოცულობის მონაცემთა დამუშავების სისტემების დანერგვისას არ ჩაუტარებიათ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის წინასწარი შეფასება, იმის დეტალური ანალიზი, თუ რა რისკების მატარებელია ესა თუ ის სისტემა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ სისტემებში მონაცემთა დამუშავებამ ადამიანის უფლებებზე. გაანალიზებული მასალის განზოგადების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, საჯარო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების ძალიან მნიშვნელოვანი სისტემები არის გაუმჭვირვალე და ადამიანებმა არ იციან მათ შესახებ რა მონაცემებს და რა მიზნებით ამუშავებს ესა თუ ის დაწესებულება. შესწავლილი დაწესებულებების უმრავლესობას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული მონაცემთა რა ნაწილი რა მიზნის მისაღწევად სჭირდება, ხოლო იმ დაწესებულებებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად შეუძლია დამაჯერებელი  პასუხი გასცენ მონიტორინგის დროს დასმულ  კითხვებს, მონაცემთა დამუშავების მიზნები, საფუძვლები, მოცულობა და ა.შ. არ აქვს რეგლამენტირებული და სათანადო დონეზე მოწესრიგებული. შემოწმებულ არცერთ დაწესებულებაში და არცერთი სისტემისთვის არ არის მიღებული სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც, ერთი მხრივ, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიაა, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა სუბიექტისათვის საკუთარი უფლებების რეალიზებისა და მონაცემთა დამმუშავებლის შემოწმების კარგი საშუალება.
    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან დანერგა EHR სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით ყველა სტაციონარული თუ ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებისმიერი პაციენტის შესახებ შეგროვებული/დამუშავებული ინფორმაციის შეტანას ერთიან საინფორმაციო სისტემაში. ამოქმედების დღიდან დღემდე სისტემაში უნიკალური პაციენტების რაოდენობა მილიონს აჭარბებს (1,118,036), ხოლო ეპიზოდების რაოდენობა - 2 მილიონს (2,211,755). სისტემის მონიტორინგის შემდეგად გამოვლინდა, რომ:
-    არ   ვიცით   რა   მონაცემებზე   აქვს   წვდომა   სისტემაში   სამინისტროს თანამშრომლებსა და სხვა საჯარო უწყებებს
-    პაციენტის შესახებ შეტანილი ყველა ეპიზოდი ავტომატურად ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთივს, თუ პაციენტმა აქტიური ქმედებით არ შეუცვალა ეპიზოდს სტატუსი
-    არ არის რეგლამენტირებული მონაცემებზე წვდომის საკითხი და მისი ფარგლები
-    პაციენტისთვის  სისტემა  გაუმჭვირვალეა  -  არ  არის  ნათელი  ვის  რა მონაცემებზე მიუწვდება ხელი და რატომ
-    არ არის უზრუნველყოფილი მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო დონე
-    სისტემის მომხმარებლებს არ გაუვლიათ სპეციალიზებული ტრენინგი
და გადამზადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით
    EHR სისტემის მონიტორინგის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიგნება/შედეგი ის არის, რომ სამინისტროს, როგორც სისტემის მფლობელს არ აქვს მონაცემთა დაცვის საკითხის მნიშვნელობის სათანადო აღქმა და საკითხის მოწესრიგების მზაობა. ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის წლიური ბიუჯეტი
5 485 000 000 და რომელიც მხოლოდ შორმის ანაზღაურებისათვის ხარჯავს
33 735 000 ლარს,  გვეუბნება რომ „მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული
საკითხების მართვის სისტემა საჭირო ფინანსური რესურსების სიმცირს გამო, სამინისტროში არაა დანერგილი“, ხოლო სისტემასთან დაკავშირებული რისკები შესწავლილია, თუმცა „არაა ფორმალიზებული დოკუმენტის დონეზე, რადგან სამინსიტროს არ ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი“. მითითებული პასუხები ზუსტად გამოხატავს სამინისტროს დამოკიდებულებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხისადმი.
    2019  წლიდან  შინაგან  საქმეთა  სამინისტომ  დანერგა  ჭკვიანი  კამერების სისტემა. 4318 კამერა განთავსდა, როგორც დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, ასევე ცენტრალურ მაგისტრალებსა და საავტომობილო გზებზე. კამერები ადგენენ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების, საგაზაო მონიშვნის  უგულებელყოფის,  ტექნიკური ინსპექტირების  გავლის  გარეშე მანქანის მართვის, შუქნიშნის წითელ შუქზე გავლის ფაქტებს, თუმცა აღნიშნული კამერები მუშაობენ მანქანური სწავლების მექანიზმზე ანუ კამერის ხელოვნურ ინტელექტს აქვს დასწავლილი ქმედების აღქმისა და იდენტიფიცირების უნარი. ის, თუ რა ქმედებასა და ქცევით მახასიათებელს
„ასწავლის“ სისტემას, ანუ რისი ამოცნობისა  და რაზე რეაგირების ფუნქცია ექმნება მას, სრულადაა დამოკიდებული სისტემის მაკონტროლებელზე
    შსს,  რომელსაც  ცალკე  მონაცემთა  დაცვის  ჯგუფი  ჰყავს  და  რომელსაც უამრავი ტრენინგი აქვს ჩატარებული ბოლო წლებში მონაცემთა დაცვის თემაზე, ჭკვიანი კამერების სისტემა დანერგა ისე, რომ წინასწარ არ შეაფასა სისტემაში მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა და შესაძლო რისკები და არ არის მიღებული სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. კერძოდ, სისტემის მონიტორინგისას გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები:
-    არ  არის  ცნობილი  სისტემის  ტექნიკური  პოტენციალის  რა  ნაწილია რეალიზებული
-    არ არის განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ვადები
-    არ აღირიცხება (ლოგირება) ჭკვიანი კამერების სისტემაში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე შესრულებული მოქმედებები
-    საკმარისად არ არის რეგლამენტირებული მონაცემთა დაცვის საკითხი
-    მონაცემთა დამუშავების მიზნები არ არის მკაფიო
-    მონაცემთა  სუბიექტის  უფლებების  რეალიზების  მექნიზმები  არ  არის ეფექტიანი
    რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ინსპექტორმა დაასრულა განცხადების განხილვა და ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებას დაუდგინა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, დაწესებულებამ უკანონონდ უთხრა უარი მოქლაქეს მისი პერსონალური მონაცემები გადაცემაზე, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის არსი და კვაკუთხედია. ერთი კონკრეტული გადაცდომა არ იქნებოდა პრობელმა რომ არა შემდეგი გარემოება. ეს მოხდა დაწესებულებაში, რომელიც მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე შემდგარი დაწესებულებაა საქართველოში. ეს არის დაწესებულება, რომელსაც საქართველოში პირველს ჰყავდა მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რამდენიმე დონორ ორგანიზაციას ათასობით დოლარი აქვს დახარჯული თანამშრომელთა ტრეინინგზე და მონაცემთა დაცვის საკითხის მოწესრიგებაზე ამ დაწესებულებაში. თუმცა, ფაქტი ჯიუტია - სწორედ ეს დაწესებულება არ იცავს სათანადოდ კანონის მოთხოვნებს და სახდელდადებულია სუბიექტის ფუნდამენტური უფლების დარღვევაში - ინფორმირების წესების დარღვევაში.
    უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებული კიდევ ერთი ანომალია კი ის არის, რომ ინსპექტორმა კანონის დარღვევის ფაქტი კი დაადგინა, თუმცა ჯარიმის ოდენობა ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევისათვის მხოლოდ - 100 ლარია.
    არსებულ მძიმე მდგომარეობას ის ფაქტიც კარგად გამოხატავს, რომ კერძო სექტორში გვყავს დაწესებულები რომლებიც 10-ჯერ და 20-ჯერ არიან დაჯარიმებული მონაცემთა დამუშავების წესების  დარღვევისათვის, მაგრამ ჯარიმების ასეთი დაბალი ოდენობის გამო ურჩევნიათ რამდენიმე ასეული ლარი იხადონ, ვიდრე რეალურად დაიწყონ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ფიქრი და ზრუნვა.
    საქართველოს   პარლამენტში   ინიცირებულია   „პერსონალურ   მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი პროექტი, რომლიც საკანონმდებლო დონეზე გარკვეულწილად აუმჯობესებს არსებულ რეალობას, მაგრამ პროექტის ინიცირებიდან 14 თვის შემდეგ ის პირველი მოსმენითაც კი არ არის ჯერ მიღებული. ამ პროექტის ინიცირებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში კიდევ უამრავი პროექტი იქნა ინიცირებული, რომელთაგან
358 მიღებულ იქნა, მათ შორის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის  შესახებ“  საქართველოს  კანონი,  „ფასიანი  ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და კიდევ 355 საკანონმდებლო ინიციატივა აღმოჩნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე უფრო მნიშნველოვანი საკითხი.
    რთულ  ტექნოლოგიებზე,  ჭკვიან  სისტემებზე  და  საუკთესო  ევროპული პრაქტიკის დანრგვაზე საუბრის პარალელურად კი სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშის თანახმად რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) გამოვლინდა კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები - კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. 2019 წელს, კანონის ამოქმედებიდან მეშვიდე წელსაც კი სკოლებს არ აქვთ გააზრებული რა ითვლება ჰიგიენისათვის განკუთვნილ   და   განსაკუთრებულ   პირად   სივრცედ   და   მასობრივად არღვევენ მოსწავლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს.



და  მაინც  რატომ  არ  ანაღვლებს  საქართველოს  ხელისუფლებას  პერსონალურ მონაცემთა დაცვა

    პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ რომ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი და მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ინიციატივა განპირობებული იყო ძირითადად საგარეო პოლიტიკური მოტივაციით. ხან ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჰქონდა მთავრობას შესასრულებელი, ხან დიალოგის გახსნა გვინდოდა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციისთვის, ხანაც ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და ხანაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. მას შემდეგ რაც უვიზო მიმოსვლა მივიღეთ და ასოცირების ხელშეკრულებაც ხელმოწერილია, ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორები პრაქტიკულად გაქრა;
    საერთაშორისო       საზოგადოება       საქართველოს       ხელისუფლებასთან მიმართებით ბოლო რამოდენიმე წელია ფოკუსირებულნი არიან ძირითადად სასამართლოსა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ამ ფონზე კი სხვა საკითხები შედარებით უკანა პლანზეა გადაწეული;
    ხალხი   ქუჩაში   არ   გამოსულა   და   საპროტესტო   აქცია   არ   გაუმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნით. საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის საკმარისად ინფორმირებული პრობლემის არსისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;
    როცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიფერენტულია საკითხის
მიმართ, მმართველ პარტიას არაფერს აძლევს „მაღალი სტანდართით დაცული“ პერსონალური მონაცემები, პირიქით ხელი შეიძლება შეუშალოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში „წესების გარეშე“;
    აღმასრულებელი ხელისუფლება ძირითადად მოკლევადიან პერსპექტივაში უყურებს საკითხს და მხოლოდ დამატებით „თავისტკივილს“ და ზედმეტ
„ბუღალტერიას“  ხედავს  გაძლიერებულ  მონაცემთა  დაცვაში.  საკითხი  არ
არის დანახული გრძელვადიან პერსპექტივაში, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში;
    მსხვილი  ბიზნესი  ვისაც  ლობირება  და  პროცესებზე  გავლენის  მოხდენა შეუძლია ვერ ხედავს თავის ინტერესს, უფრო პირიქით;
    საქართველოს  პარლამენტში  2019  წლის  გაზაფხულიდან  ინიცირებულია
ახალი კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ამ საკითხს არ ჰყავს რეალურად მოტივირებული და ამავე დროს გავლენიანი „ლობისტები“, განსხვავებით სხვა კანონპრექტებისა, შესაბამისად კანონი პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული;

სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს ჰყავს მხოლოდ რამოდენიმე გულშემატკივარი: სახელმწიფი ინსპექტორი
და მისი გუნდი, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაცია და თითზე ჩამოსათვლელი ინდივიდუალური აქტივისტები და აკადემიის წარმომადგენლები. რაც სრულიად არაა სააკმარისი!