საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვა IRC-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ორგანიზაცია ამ თემაზე 2015 წლიდან მუშაობს.


გვჯერა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების უფლებების დაცვის ჭრილში, არამედ ის უკავშირდება ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს.


ამ მიმართულებით IRC აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ახორციელებს მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით კრიტიკული სისტემების მონიტორინგს, აფასებს მათ შესაბამისობას კანონმდებლობასა და კარგ ევროპულ პრაქტიკასთან.


IRC აქვეყნებს მოსაზრებებს, ანალიტიკურ სტატიებს და რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, აქტიურად თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მონაცემთა დაცვის თემაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.


სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში IRC-მა შეისწავლა და კვლავაც აგრძელებს საქართველოს საჯარო თუ კერძო სექტორებში გამოყენებული მონაცემთა დამუშავების სისტემების შესწავლას, კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს მონაცემთა დამუშავების მიმართულებით და ეხმარება მათ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევასა და საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებაში.

 

პუბლიკაციები
ყველას ნახვა
IRC-ის შეფასება და რეკომენდაციები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ...
ჩამოწერა
ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა EHR
ჩამოწერა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით საჯარო სექტორში გავრცელებული 10 მთავარი სისუსტე ...
ჩამოწერა
პროფილირება და არჩევნები
ჩამოწერა