საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

პროექტი
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პერიოდი
01.09.2021-01.03.2022

პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისების დიზაინისა და მიწოდების პრაქტიკის გაუმჯობესებას, სერვისის დიზაინისა და მიწოდების პროცესში მოქალაქეთა/მომხმარებელთა ჩართულობის ხელშეწყობას.

პროექტის შედეგები:
- IRC-ის გუნდის მიერ შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევი - პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს სერვისის დიზაინის პროცესში სტრუქტურიზებულად და სისტემურად შეაგროვოს მომხმარებელთა უკუკავშირი, დააიდენტიფიციროს მათი საჭიროებები და გამოავლინოს სერვისთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.
- IRC-ის გუნდმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ერთ-ერთი სერვისის მაგალითზე პრაქტიკაში განახორციელა გზამკვლევით გათვალისწინებული აქტივობები (გზამკვლევის პილოტირება). გზამკვლევის პილოტირების დროს მოხდა ე.წ. „learning by doing” მიდგომის გამოყენება და აქტივობების განხორციელებაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობა.
- სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი - მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევის პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.

საკონტაქტო პირები
მარიამ ნაფეტვარიძე
სერვის დიზაინის კონსულტანტი / პროექტის მენეჯერი
კონტაქტი