საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის/პროგრამის დანერგვა წინასწარ შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტში

პროექტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის/პროგრამის დანერგვა წინასწარ შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტში
დონორი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
პერიოდი
01.07.2021-01.12.2022

პროექტი ითვალისწინებს რუსთავის, ქედის, სენაკისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამაგალითო მაღალი სტანდარტის დანერგვას. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტებში არსებული მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და ელექტრონული თუ მატერიალური დამუშავების სისტემების იდენტიფიცირება, მათი აღწერა, საკანონმდებლო მოთხოვნებთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენა და პრობლემური საკითხების გამოყოფა, რის საფუძველზეც შესაძელებელი გახდება შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სამოქმედო გეგმის დასახვა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავებული სარეკომენდაციო პროგრამის მიხედვით კონკრეტული დოკუმენტების (მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, სამუშაო აღწერილობის, ხელშეკრულებების, თანხმობის ფორმების და ა.შ.) შექმნა და მუნიციპალიტეტის მერიებში დასაქმებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების ცნობადობის გაზრდისთვის სპეციალიზებული, წინასწარ იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებზე მორგებული ტრენინგების ჩატარება.