საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო მმართველობის რეფორმის გარე მონიტორინგი

პროექტი
საჯარო მმართველობის რეფორმის გარე მონიტორინგი
დონორი
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
პერიოდი
06.08.2020-15.06.2021

პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და საჯარო მმართველობის რეფორმის 2021-2024 წლების სტრატეგიის შემუშავებაში წვლილის შეტანას.
პროექტის შედეგები:
- PAR-თან დაკავშირებული 10 საკითხის კვლევა, არსებული პროგრესისა და გამოწვევების იდენტიფიცირება. პროექტის ფარგლებში გაანალიზდა და კვლევების ანგარიშები შემუშავდა PAR-ის შემდეგ კომპონენტებთან მიმართებით:
 საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის დანერგვა
 პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში
 პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში - სამართლებრივი ჩარჩო და იმპლემენტაციის ხარისხი
 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
 საჯარო სამსახურის კანონმდებლობის განხორციელება და გავლენა ეთნიკურ უმცირესობებზე
 თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა - სასამართლო პრაქტიკა, სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკაში არსებული პრობლემები
 ცენტრალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასება
 ანგარიშვალდებულება - საჯარო ინფორმაციისა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა
 ფისკალური დეცენტრალიზაცია დოკუმენტებსა და პრაქტიკაში
 ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია და უფლებამოსილებების გამიჯვნა/ განაწილება
- PAR-თან დაკავშირებული საკითხების ანალიზის შედეგად, PAR-ის ახალ სტრატეგიაში გასათვალისწინებლად, შემუშავდა პრაქტიკული რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიეწოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
- ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით IRC-ის მიერ მოხდა არაერთი დისკუსიის ინიცირება და ფასილიტაცია, რაც მიზანად ისახავდა PAR-ის სხვადასხვა კომპონენტის მიმართ ყურადღების მობილიზაციის ხელშეწყობა.