საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა

პროექტი
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა
პერიოდი
11.11.2021-19.03.2022

პროექტის მთავარი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტრის საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიანად და ინკლუზიურად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი პროდუქტები:


-ერთიანი მომსახურების ცენტრის მომხმარებელთა კვლევა o ერთიანი მომსახურების ცენტრის სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურები და სტანდარტები, მათ შორის შშმ პირების მომსახურების გათვალისწინებით

- ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისებს დიზაინისა და მიწოდების სახელმძღვანელო და მისი ინსტიტუციონალიზაცია

- ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისების მიწოდების სამოქმედო გეგმა

- ერთიანი მომსახურების ცენტრის, შშმ პირების ხელმისაწვდომობის შეფასება და გეგმა კონკრეტულად მცირედმხედველი პირებისთვის o ერთიანი მომსახურების ცენტრის ტრენინგების საჭიროებების შეფასება და პროცესის ინსტიტუციონალიზაცია

- ტრენინგების საჭიროებების შეფასების ტრენინგ მოდული

- ერთიანი მომსახურების ცენტრის გადამზადებული თანამშრომლები შემდეგი მიმართულებებით: მომხმარებელთა კვლევა, ტრენინგების საჭიროებების შეფასება, სერვისის დიზანი, სერვისის მიწოდება, შშმ პირების მომსახურების/კომუნიკაციის ეტიკეტი o მომსახურების სააგენტოსთვის შშმ პირების მომსახურების/კომუნიკაციის ეტიკეტის ტრენინგ მოდული o მომსახურებს სააგენტოს გადამზადებული თანამშრომლები შშმ პირების მომსახურების/კომუნიკაციის ეტიკეტის მიმართულებით

- მომსახურების სააგენტოს სერვისების, შშმ პირების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით შეფასება და ხელმისაწვდომობის გეგმა

- მომსახურების სააგენტოს შშმ პირების მომსახურების/კომუნიკაციის ეტიკეტის სტანდარტი

საკონტაქტო პირები
ნატო გაგნიძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
კონტაქტი