საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მიწოდების საკითხში, ქცევითი მიდგომის გამოყენებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობის ამაღლება

პროექტი
აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მიწოდების საკითხში, ქცევითი მიდგომის გამოყენებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობის ამაღლება
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პერიოდი
26.06.2019–31.10.2019

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქცევითი მეცნიერების გამოყენებით, აზიური ფაროსანას მართვის სერვისის გაუმჯობესება. მიზნის მიღწევის ინსტრუმენტად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი განისაზღვრა. პროექტის ამოცანას წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მიერ ცხელი ხაზით სარგებლობის გაზრდა და ამ გზით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მოსახლეობისთვის მის საჭიროებაზე მორგებული, კონკრეტული პასუხების მიწოდება.


პროექტის შედეგები:
- საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Behavioural Insights Team-თან (BIT) თანამშრომლობით, ქცევითი მეცნიერების ელემენტების გამოყენებით, შემუშავდა ინფოგრაფიკები/წერილები, რომლებიც დაურიგდა დასავლეთ საქართველოს ორი რეგიონის (სამეგრელო და გურია) საპილოტე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. ინტერვენციის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ იმ სოფლებიდან სადაც დარიგდა ინფოგრაფიკები/წერილები უფრო მეტი ადამიანი ახორციელებდა ზარს სამინისტროს ცხელ ხაზზე, ვიდრე იმ სოფლებიდან სადაც ინტერვენცია არ განხორციელებულა. ეს ინტერვენცია იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც სერვისის რე-დიზაინის პროცესში მოხდა ერთდროულად ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის და ქცევითი მეცნიერების გამოყენება.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციასა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებში;
- ცხელი ხაზის ოპერატორთათვის შემუშავდა გასაგები, მარტივი ენით დაწერილი გზამკვლევი - „როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელშიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია კითხვა-პასუხის ფორმატითაა მოცემული.