საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო სერვისების ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში

პროექტი
საჯარო სერვისების ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პერიოდი
13.12.2017–12.02.2019

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტის შედეგები:
- IRC-ის რეკომენდაციით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურაში გაჩნდა ახალი რგოლი სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების სახით;
- შემუშავდა სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების დებულების პროექტი და განყოფილების თანამშრომელთა (მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი, ანალიტიკოსი, აუდიტის სპეციალისტი, განყოფილების უფროსი) სამუშაო აღწერილობები;
- შემუშავდა მომსახურების მიწოდების (საქმეების განხილვის) დეტალური ინსტრუქციები - სტანდარტული ოპერაციული პროცედურების პაკეტი;
- შემუშავდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა; სანებართვო განყოფილების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები და შესრულებული სამუშაოს შეფასების ჩარჩო (ინდიკატორები);
- შემუშავდა რეკომენდაციები თბილისის არქიტექტურის სამსახურის საინფორმაციო სისტემის ტექნიკური და ფუნქციონალური გაუმჯობესებისთვის.