საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო საშუალო ბიზნეს გრანტების (10,000-20,000 ევრო) კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის

 

დაიწყო საშუალო ბიზნეს გრანტების კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.

საშუალო ბიზნეს გრანტების კონკურსის მიზანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახალი ბიზნესების შექმნის ან არსებული ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს იდეა, გსურთ ბიზნესის დაწყება, ან მოქმედი ბიზნესის განვითარება, ეს საგრანტო კონკურსი შესაძლოა იყოს თქვენთვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

-       ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესთან;

-      სამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან და საქმიანობას ეწევიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის ოდენობა შეადგენს მინიმუმ 10,000 და მაქსიმუმ 20,000 ევროს.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები

საგრანტო კონკურსის წესები და პირობები:
https://drive.google.com/file/d/1qzUtzmio2VZo772qqH3aAJXqtNzV76BZ/view?usp=sharing

დანართი #1ა - განაცხადის ფორმა დამწყები ბიზნესისთვის:
https://docs.google.com/document/d/16UH4_0k824dAbDk0MdFh0TSnoALfqMr_/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true

დანართი #1ბ - განაცხადის ფორმა არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის:
https://docs.google.com/document/d/1GZ0CFfc7Rp53Lt3VNJsLKhUBjBpUrN3j/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true

დანართი #2 - ბიუჯეტის ფორმა:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1wXDsWdphbWaja32A8H1lsA3NLB-6YyCi/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true

 

პროექტის ფარგლებში მომზადებული სტრატეგიები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

ამბროლაურის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

ონის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

ლენტეხის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

ლეჩხუმის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების ანალიზი

სოფლის განვითარება მოშორებულ და მთიან რეგიონებში

გზამკვლევი: LEADER მიდგომის მაგალითები (ქეისები)