ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო მსხვილი ბიზნეს გრანტების (30,000-40,000 ევრო) კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის
დაიწყო მსხვილი ბიზნეს გრანტების კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.
მსხვილი ბიზნეს გრანტების კონკურსის მიზანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახალი ბიზნესების შექმნის ან არსებული ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს იდეა, გსურთ ბიზნესის დაწყება, ან მოქმედი ბიზნესის განვითარება, ეს საგრანტო კონკურსი შესაძლოა იყოს თქვენთვის.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესთან;
- სამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან და საქმიანობას ეწევიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის ოდენობა შეადგენს მინიმუმ 30,000 და მაქსიმუმ 40,000 ევროს.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები
საგრანტო კონკურსის წესები და პირობები:
https://drive.google.com/file/d/1UzKecWbElGrHxHyrAC_iNWv-A8Mg0sfl/view?usp=sharing
დანართი #1- განაცხადის ფორმა დამწყები ბიზნესისთვის -
https://docs.google.com/document/d/1o75NbZ0q7rt6nAKfmSM0z3FgaI7nE7t0/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
დანართი #1ბ: არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის -
https://docs.google.com/document/d/19y5IJm1z5yGelfJpeX-Ete-k_weNxKFr/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
დანართი #2 - ბიუჯეტის ფორმა
https://docs.google.com/spreadsheets/d/1HPY6Ye2BLhuLGVT8LdzG6Akh7P6xs_G7/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
პროექტის ფარგლებში მომზადებული სტრატეგიები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:
ამბროლაურის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ონის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ლენტეხის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ლეჩხუმის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
სოფლის განვითარება მოშორებულ და მთიან რეგიონებში
გზამკვლევი: LEADER მიდგომის მაგალითები (ქეისები)