ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო ახალგაზრდული ინიციატივების საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის

დაიწყო ახალაზრდული ინიციატივების საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.
კონკურსის მიზანია ადგილობრივ განვითარებაში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა და მათი გააქტიურება. პროექტების განხორციელების შედეგად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ადგილობრივი განვითარების პროცესში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში რესგიტრირებულ ან/და მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ააიპ), რომელთა საქმიანობაც ფოკუსირდება ახალგაზრდების მხარდაჭერაზე და რომლებიც არ ფინანსდებიან ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, და
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ 2,000 და მაქსიმუმ 15,000 ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტები, რომლებიც განხორციელდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
განაცხადების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები:
საგრანტო კონკურსის წესები და პირობები:
https://drive.google.com/file/d/1BsAOBMPVMg5iwWsMt3AiciHjpSP5T969/view?usp=sharing
დანართი #1- ახალგაზრდული ინიციატივების საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/document/d/1wZ6malrtOOdeq4zxq5bla1yiC9K-CKYK/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
დანართი #2 - ახალგაზრდული ინიციატივების საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის ფორმა:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1VbepBp3pXaHDM_nWFVIyfWpc05SAOxyU/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
დანართი #3 - საინიციატივო ჯგუფის წევრების დეკლარაცია:
https://docs.google.com/document/d/1tnBXSeRiCCsqvk79Lnfl_Beuktb9QduV/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეთანხმების ნიმუში:
https://docs.google.com/document/d/1AhWepDTsIQhZvJX2QZwUJs4mEWvBWgwe/edit?usp=sharing&ouid=117023750058160560171&rtpof=true&sd=true
ახალგაზრდული ინიციატივების მაგალითები სხვადასხვა ქვეყნიდან
პროექტის ფარგლებში მომზადებული სტრატეგიები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:
ამბროლაურის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ონის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ლენტეხის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
ლეჩხუმის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
სოფლის განვითარება მოშორებულ და მთიან რეგიონებში
გზამკვლევი: LEADER მიდგომის მაგალითები (ქეისები)