საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესეების კონკურსის შედეგები ცნობილია!

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი წარმატებით ჩატარდა!

ესეების კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდა უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე.  წარმოდგენილ ნაშრომებში სტუდენტებმა და ახალმა კურსდამთავრებულებმა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს.

კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 5 გამარჯვებული:

 I ადგილი - ნინო მამულაძე

 II ადგილი - გია ჩხაიძე

 III ადგილი - ბადრი ხატიძე

 IV ადგილი - ელენე წულაია

 V ადგილი - ალექსანდრე ფოფხაძე

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ ისეთ პრიზებს, როგორიც არის ყოველთვიური სტიპენდია, სტაჟირება ორგანიზაციაში, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლაში მონაწილეობა, და სასწავლო კურსში/კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსება.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი უსურვებს წარმატებას კონკურსის თითოეულ მონაწილეს!