საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და ქვემო ქართლში მოქმედ CSO-ებთან
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC) აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინფორმირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობისა და სტრატეგიით შემოთავაზებული მიდგომების შესახებ.
25 ოქტომბერს, თბილისსა და ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ:
რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის განხორციელება?
რას მოიცავს და ვისზე ვრცელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების ახალი სტრატეგია?
რა როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში?
შეხვედრა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა აღნიშნეს თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობა სახელმწიფო სერვისების დიზაინის პროცესში. მონაწილეების მიერ, ასევე, ხაზი გაესვა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების მიზანშეწონილობას საჯარო მოხელეებისთვისაც.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც IRC მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში, აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართება.