შოვი 03.08.2023
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის გუნდი გულისტკივილით ეხმაურება 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ბოლო თვეებში, რაჭა განსაკუთრებული მხარე გახდა ჩვენი გუნდისთვის. პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, გვქონდა რაჭის სოფლების ნახვისა და რამდენიმე ასეულ რაჭველთან შეხვედრის შესაძლებლობა. დღეს, რაჭის თითოეული მკვიდრი, ჩვენი სამძიმრის ადრესატია.
აქვე, დიდ მადლობას ვუხდით სამაშველო ჯგუფების წევრებს, მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათ მიერ ტრაგედიის პირველი წუთებიდან გაწეული უდიდესი შრომისთვის, დაზარალებულთა თანადგომისა და დახმარებისთვის!
პროექტის გუნდი დროებით წყვეტს რაჭაში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებს.