საინფორმაციო შეხვედრა კახეთში მოქმედი CSO-ებისთვის
საჯარო დაწესებულების საქმიანობის რა ფორმა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო სერვისად?
რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის განხორციელება?
რა მიდგომებსა და ინსტრუმენტებს გვთავაზობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია 2022-2025?
რა როლი შეიძლება ჰქონდეთ CSO-ებს სტრატეგიის განხორციელებაში?
ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა საინფორმაცია შეხვედრა, რომელიც IRC-მა კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა შეავსეს „პერსონას“ და „მომხმარებელთა სამოგზაურო რუკის“ მოდელები, რამაც მათთვის უფრო თვალსაჩინო გახადა თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით სახელმწიფო სერვისების დიზაინის/შექმნის მნიშვნელობა.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენელთათვისაც.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც IRC გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
IRC საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.