საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონში მოქმედ CSO-ებთან - კახეთი

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით შემოთავაზებული მიდგომების გაცნობას დაეთმობა.

პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე ვიწვევთ კახეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. საინფორმაციო შეხვედრა დეკემბრის პირველ ნახევარში, კახეთის რეგიონში ჩატარდება.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს, გთხოვთ, 30 ნოემბრის ჩათვლით გამოხატოთ სურვილი შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული:

shorturl.at/bjuvY