სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერიებთან
28, 29 ივლისს და პირველ აგვისტოს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) სამუშაო შეხვედრები გამართა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიებთან.
სამუშაო შეხვედრებზე IRC-მ მერიების წარმომადგენლებს გააცნო პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის დანერგვა მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში გაწეული სამუშაოები, გამოვლენილი მიგნებები, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ და მიიღეს პროექტის ფარგლებში შექმნილი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების ნიმუშები. კოლეგებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი ორგანიზაციის, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა - ნანა ზარანდიამ.
პროექტი განხორციელდა GIZ-ის მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს სენაკის, საგარეჯოს, ქედისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვასა და აღსრულების კარგი მაგალითების შექმნას.