დისკუსია- მმართველობა კრიზისის ფონზე: სერვისების მიწოდება, კრიტიკული რესურსების მართვა და ბიზნესის უწყვეტობა
მიმდინარე წლის 14 მარტს, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა, გიორგი გაბრიელაშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID- ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველობა კრიზისის ფონზე: სერვისების მიწოდება, კრიტიკული რესურსების მართვა და ბიზნესის უწყვეტობა“. გიორგი გაბრიელაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, კოვიდ-კრიტიკული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე. პრეზენტაცია ეხებოდა IRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიზანი იყო COVID-19 პანდემიის პირობებში კრიტიკული/სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო სერვისის დისტანციურად ხელმისაწვდომობის დონის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა. შეგასხენებთ, რომ კვლევა ჩატარდა USAID- ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში