საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს

27-28 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი - ტრენინგების საჭიროებების შეფასება (TNA). ტრენინგს უძღვებოდა ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის TNA ექსპერტი ირმა მიქაძე.
ინტერაქტიული ტრენინგის დროს მონაწილეები გაეცნენ საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მართვის ციკლის და პროფესიული განვითარების როლს მართვის ციკლში. ასევე მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკულად ემუშავათ ცენტრისთვის სპეციფიური სწავლის სტადარტების გამოვლენაში, მათ შორის განესაზღვრათ სწავლის პაკეტები ახალი თანამშრომლებისთვის, ყოველწლიური სწავლების პაკეტი და ცვლილებების მართვის პროცესში თანამშრომლის სწავლების შესაძლო პაკეტები: ახალი სერვისის/პროექტის დანერგვა, საკანონმდებლო ცვლილებები. პრაქტიკული სამუშაოები ასევე მოიცავდა თანამშრომელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზისთვის მენეჯერებისა და თანამშრომელთა კითხვარების შემუშავებას, სწავლების სასურველი მეთოდების განსაზღვრას და პროფესიული განვითარების გეგმის მოდელის შექმნას.
ტრენინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებული მიწოდების მიზნით - ფაზა II“ ფარგლებში, რომელსაც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 2021 წლის 11 ნოემბრიდან ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ერთიანი მომსახურების ცენტრში სერვისის შემუშავებისა და მიწოდების მართვის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას და მისი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას შშმ პირებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდას შშმ პირების მომსახურების მიმართულებით და შშმ პირებისთვის სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული და პროცედურული ცვლილებების გეგმის შემუშავებას.