სამუშაო შეხვედრა შერჩეული მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან
მიმდინარე წლის 4 მარტს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) „მუნიციპალურ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემების სამაგალითო დანერგვის“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქედის, საგარეჯოსა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე IRC-ს გუნდმა წარადგინა მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის პროცესში მონაცემთა დამუშავების შეფასების დოკუმენტები, ძირთადი მიგნებები და რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 2021 წლის ზაფხულიდან ხორციელდება GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვისა და აღსრულების კარგი მაგალითების შექმნა იგეგმება სენაკის, ქედის, ქალაქ რუსთავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
რეკომენდაციების შესაბამისად IRC-ს გუნდი გეგმავს პროექტში მონაწილე მუნიციპალური ორგანოებისათვის სამოქმედო გეგმისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებას.