ჭკვიანი კამერების სისტემის მონიტორინგი

ავტორი: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
თარიღი: სექ.16.2021
ჭკვიანი კამერების სისტემა კომპლექსურია. ასეთ სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია სისტემის ტექნოლოგიური პოტენციალის, მონაცემთა სუბიექტების სიმრავლისა თუ მონაცემთა გამოყენების ფართო არეალის გათვალისწინებით.