საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავდა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, წინასწარ შერჩეული 3 სერვისის მაგალითზე, მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული, გამარტივებული მომსახურების დანერგვას.
პროექტის შედეგები:
- განხორციელდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდა ის სირთულეები, რასაც მომხმარებლები აწყდებიან თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისით სარგებლობისას;
- მოხდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადამიანური რესურსების შეფასება, გამოვლინდა კონკრეტული პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები;
- მოხდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეფასება;
- გამოიკვეთა თბილისის არქიტექტურის სამსახურის სუსტი მხარეები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.