საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2030 დღის წესრიგის ლოკალიზაცია საქართველოში

დონორი
პროექტი მიზანს წარმოადგენდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული
პერიოდი
იან. 1.1970

პროექტის სახელწოდება: საჯარო სერვისის დიზაინისა და მიწოდების პრაქტიკის განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

განხორციელების პერიოდი: 15.06.2018 - 30.06.2019

ბიუჯეტი: 61 919 USD


პროექტის მიზანი: 

პროექტი მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული სერვისების ეფექტურობის გაზრდა სტანდარტიზებული, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვის დიზაინისა და მიწოდების სისტემის დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში, სამიზნე სერვისად აზიური ფაროსანას მართვის სერვისი განისაზღვრა.

პროექტის შედეგები:

-         დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) განხორციელდა აზიური ფაროსანას მართვის სერვისში მოსახლეობის ჩართულობის ეფექტიანობის კვლევა, რა დროსაც გამოვლინდა ის ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს აღნიშნულ სერვისში მოსახლეობის ჩართულობაზე;

-         აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად, შემუშავდა ორი ტიპის ინტერვენცია. ინტერვენციების კონცეფციები „design thinking" და „co-creation" მიდგომების გათვალისწინებით შემუშავდა;

-         ინტერვენციის შემუშავებისას IRC-მა მჭიდროდ ითანამშრომლა ბრიტანეთში დაფუძნებულ, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Behavioural Insights Team-თან (BIT). BIT-სთან თანამშრომლობის მთავარ მიზანს, ქცევითი მეცნიერების გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის გააქტიურება და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ჩართვა წარმოადგენდა.

საკონტაქტო პირი: მარიამ ნაფეტვარიძე / m.napetvaridze@irc.ge