საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2030 დღის წესრიგის ლოკალიზაცია საქართველოში

დონორი
პროექტი მიზნად ისახავს შემუშავდეს საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა. აღნიშნული
პერიოდი
იან. 1.1970

პროექტის სახელწოდება: საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)

განხორციელების პერიოდი: 8.10.2019 - 7.08.2021(მიმდინარე)

ბიუჯეტი: 555,555.55 ევრო

 

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს შემუშავდეს საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის რეფორმის გარე შეფასების  ჩარჩოების შემუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას შემუშავებული ჩარჩოების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით და საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმის ამოქმედებას.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

-         საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის რეფორმის გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავება (პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სერვისის მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა);

-         პროექტის ფარგლებში შემუშავებული გარე შეფასების ჩარჩოების გამოყენებით, საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა და მათი მხარდაჭერა;

-         საჯარო მმართველობის რეფორმის აქტუალიზაცია;

-         საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების პლატფორმის შემუშავება/ამოქმედება.

საკონტაქტო პირი: გიორგი გაბრიელაშვილი

                          g.gabrielashvili@irc.ge