საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პერსონალური მონაცემები

მონაცემთა დაცვის პროგრამის სრული დანერგვისთვის ერთ-ერთ დაწესებულებად 51-ე საჯარო სკოლა შეირჩა

იან. 1.1970

 

მონაცემთა დაცვის პროგრამის სრული დანერგვისთვის ერთ-ერთ დაწესებულებად, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. ბილისის 51-ე საჯარო სკოლა შეარჩია. IRC-მა სკოლასთან თანამშრომლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.

მონაცემთა დაცვის პროგრამის დანერგვა გულისხმობს, მონაცემთა დამუშავების პროცესების აღწერას, მათ შეფასებას მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან მიმართებით და შეფასების შედეგების მიხედვით კონკრეტული დაწესებულებისათვის მონაცემთა დაცვის პროგრამის შემუშავებას, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტების შექმნას, რაც ერთი მხრივ, კონკრეტული დაწესებულების პრაქტიკას მოიყვანს შესაბამისობაში მონაცემთა დაცვის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან, ხოლო, მეორე მხრივ, იქნება სახელმძღვანელო მაგალითი სხვა დაწესებულებებისთვის.

პროექტში ჩართულობა გულისხმობს, სკოლის წარმომადგენლების აქტიურ თანამშრომლობას საპროექტო გუნდთან და პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართულობას.

პროექტის დასასრულს სკოლას აღრიცხული ექნება მონაცემთა დამუშავების სისტემები, იდენტიფიცირებული იქნება მონაცემთა დამუშავების მიზნები და საფუძვლები, არსებული სისუსტეები და მათი გადაჭრის გზები, შემუშავებული ექნება მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი შიდა ორგანიზაციული აქტები და მრავალჯერადი გამოყენების ტრენინგ პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) მიმდინარე წლის აპრილიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში”, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტისა და შვედეთის მთავრობის მიერ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ საფეხურზე გადასვლას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების გზით. უფრო კონკრეტულად კი პროექტი ემსახურება შემდეგი ამოცანების შესრულებას:


- პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული პროგრესის გაზომვადი ინსტრუმენტის შემუშავება

- სახელმწიფო ინსტიტუტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვა და აღსრულება საუკეთესო მაგალითების შექმნის გზით

 

პროექტის ინიცირებით ინსპექტორის სამსახური შეძლებს შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემური დანერგვის წარმატებული მაგალითები საჯარო სექტორში.