საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება.

 

25 მაისს გაიმართა პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაზე ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) მოწვეულ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია პროექტის განმავლობაში გაწეული სამუშაოების, გამოვლენილი მიგნებებისა და შექმნილი დოკუმენტაციის შესახებ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის, გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუნიციპალურ ორგანოებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

პროექტი განხორციელდა GIZ-ის მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს სენაკის, საგარეჯოს, ქედისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამოდელო სისტემის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვასა და აღსრულების კარგი მაგალითების შექმნას.