საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

IRC-ის კვლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში მომუშავე საჯარო დაწესებულებებზე ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრატიკების შესახებ

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) წარმოგიდგენთ კვლევას, სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში მომუშავე საჯარო დაწესებულებებზე ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრატიკების შესახებ.

 

მართლია, დღეისათვის სასამართლო და საარჩევნო რეფორმა სრულიად სამართლიანად მიიჩნევა პირველი რიგის ამოცანებად, თუმცა უსაფრთხოების  სფეროში მნიშვნელოვნად მზარდი გამოწვევების გათვალსიწინებით, რომელიც თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს თავს, აშკარაა, რომ უსაფრთხოების სექტორი არსებით რეფორმირებას და გაძლიერებას საჭიროებს.

 

უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისდამი საზოგადოების ნდობის მშენებლობა, რაც წარმოუდგენელი იქნება მისი დემოკრატიული ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განვითარების გარეშე.

 

საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არის ის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მთვარობა გაუმკლავდეს მზარდ სირთულეებს და საჭირო ცვლილებები გაატაროს.

 

მთავრობის პოლიტიკის წარმატება - ეხება ეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საგადასახადო რეფორმას თუ COVID-19 პანდემიით  განპირობებულ გამოწვევებს, დიდწილად დამოკიდებულია მოქალაქეთა რწმენაზე და საპასუხო ქცევაზე მთავრობის პოლიტიკისადმი.

 

აშაკარაა რომ დღეისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაში დგას, არის სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დაბალი ნდობა, რაც სკეპტიკურად  და რიგ შემთხვევებში კომფრონტაციულადაც კი განაწყობს მოქალაქეებს მთვარობის თუნდაც სწორი ინიციტივების მიმართ.

 

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი საბჭოთა KGB-ს ეპოქაში  დაბადებული და გაზრდილი ადამიანებისთვის, შესაძლოა პარადოქსულადაც ჟღერდეს უსაფრთხოების სამსახურებთან მიმართებით ისეთი ცნებების გამოყენება, როგორებიცაა: ანგარიშვალდებულება, მონაწილეობითობა, სამოქალაქო კონტროლი და ა.შ. თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ეს სრულიად აუცილებელი და ამავე დროს მიღწევადი სიკეთეა.

 

ამ თემაზე ფართო და მრავალმხრივი დაილოგის გახსნა და ქართული საზოგადოების დღის წესრიგში ამ საკითხის შემოტანა, ვფიქრობთ გადაუდებელი ამოცანაა.

 

იმედი გვაქვს რომ ამ პუბლიკაციით და შემდეგომი თანმიმდევრული ნაბიჯებით სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, მცირედ წვლილს შევიტანთ საკითხის აქტუალიზაციისა და მის გარშემო საზოგადოების ინფირმირებულების გაზრდის საქმეში.