საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისისიის მხარდაჭერა
 12/11/2019


პროექტის სახელწოდება: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისისიის მხარდაჭერა

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი

განხორციელების პერიოდი: 09.10.2017- 09.05.2019

 

ბიუჯეტი: 100 100 ევრო

პროექტის მიზანი: 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.


პროექტის შედეგები:

-         შემუშავდა და დამტკიცდა უწყებათაშორისი კომისიის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

-         შემუშავდა და კომისიას დასამტკიცებლად გადაეცა უწყებათაშორისი კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

-         განხორციელდა გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო მექანიზმების კარტირება 

-         შეიქმნა გენდერული მეინსტრიმინგის ტრეინინგ მოდული და 35 საჯარო მოხელე გადამზადდა

-         განისაზღვრა უწყებათაშორისი კომისიის ეფექტური ფუნქციონირების ხელშესაწყობად კვლევის მიმართულებები და შემუშავდა კვლევის მეთოდოლოგია

-         განხორციელდა სამი თემატური კვლევა: „პოლიციისა და სასამართლოს მიერ გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების გაცემის პრაქტიკის მიმოხილვა, ანალიზი და განზოგადება"; „ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე და შშმ ქალების საჭიროებები და ძალადობის რისკები"; „ოკუპირებულ ტერიტორიაბთან ახლოს მცხოვრები ქალების ძალადობის რისკები"

საკონტაქტო პირი: ქეთი გომელაური

                                   k.gomelauri@irc.ge