საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მიწოდების საკითხში, ქცევითი მიდგომის გამოყენებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობის ამაღლება
 26/06/2019

 

პროექტის სახელწოდება: აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მიწოდების საკითხში, ქცევითი მიდგომის გამოყენებით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობის ამაღლება

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

განხორციელების პერიოდი: 26.06.2019 - 31.10.2019

ბიუჯეტი: 16 410 USD

 

 

პროექტის მიზანი: 

პროექტის მიზანია, ქცევითი მეცნიერების გამოყენებით, აზიური ფაროსანას მართვის სერვისის გაუმჯობესება. მიზნის მიღწევის ინსტრუმენტად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი განისაზღვრა. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მიერ  ცხელი ხაზით სარგებლობის გაზრდას და ამ გზით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მოსახლეობისთვის მის საჭიროებაზე მორგებული, კონკრეტული პასუხების მიწოდებას. 

 

პროექტის შედეგები:

-         დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონის (სამეგრელო და გურია) საპილოტე სოფლებში მოსახლეობას დაურიგდა ქცევითი მეცნიერების ელემენტების გამოყენებით, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Behavioural Insights Team-თან (BIT) თანამშრომლობით შემუშავებული ინფოგრაფიკები/წერილები და გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც სერვისის რე-დიზაინის პროცესში მოხდა ერთდროულად ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის და ქცევითი მეცნიერების გამოყენება;

-         გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციასა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებში;

-         ცხელი ხაზის ოპერატორთათვის შემუშავდა გასაგები, მარტივი ენით დაწერილი გზამკვლევი - „როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას", რომელშიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია კითხვა-პასუხის ფორმატითაა მოცემული;

-         ინტერვენციის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ იმ სოფლებიდან სადაც დარიგდა ინფოგრაფიკები/წერილები და გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები უფრო მეტი ადამიანი ახორციელებდა ზარს სამინისტროს ცხელ ხაზზე, ვიდრე იმ სოფლებიდან სადაც ინტერვენცია არ განხორციელებულა.

 

საკონტაქტო პირი: მარიამ ნაფეტვარიძე

m.napetvaridze@irc.ge