საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
საჯარო სერვისის დიზაინისა და მიწოდების პრაქტიკის განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
 15/06/2018


პროექტის სახელწოდება:

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

განხორციელების პერიოდი: 15.06.2018 - 30.06.2019

ბიუჯეტი: 61 919 USD

პროექტის მიზანი: 

პროექტი მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული სერვისების ეფექტურობის გაზრდა სტანდარტიზებული, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვის დიზაინისა და მიწოდების სისტემის დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში, სამიზნე სერვისად აზიური ფაროსანას მართვის სერვისი განისაზღვრა.

პროექტის შედეგები:

-         დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) განხორციელდა აზიური ფაროსანას მართვის სერვისში მოსახლეობის ჩართულობის ეფექტიანობის კვლევა, რა დროსაც გამოვლინდა ის ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს აღნიშნულ სერვისში მოსახლეობის ჩართულობაზე;

-         აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად, შემუშავდა ორი ტიპის ინტერვენცია. ინტერვენციების კონცეფციები „design thinking" და „co-creation" მიდგომების გათვალისწინებით შემუშავდა;

-         ინტერვენციის შემუშავებისას IRC-მა მჭიდროდ ითანამშრომლა ბრიტანეთში დაფუძნებულ, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Behavioural Insights Team-თან (BIT). BIT-სთან თანამშრომლობის მთავარ მიზანს, ქცევითი მეცნიერების გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის გააქტიურება და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ჩართვა წარმოადგენდა.

საკონტაქტო პირი: მარიამ ნაფეტვარიძე

m.napetvaridze@irc.ge