საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
საჯარო სერვისების ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში
 13/12/2017


პროექტის სახელწოდება: საჯარო სერვისების ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში

პროგრამა: საჯარო მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

განხორციელების პერიოდი: 13.12.2017 - 12.02.2019

ბიუჯეტი: 149 572 USD

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება (გაგრძელება)

 

პროექტის შედეგები:

-         IRC-ის რეკომენდაციით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურაში სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების სახით გაჩნდა ახალი რგოლი;

-         შემუშავდა სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების დებულების პროექტი და განყოფილების თანამშრომელთა (მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი, ანალიტიკოსი, აუდიტის სპეციალისტი, განყოფილების უფროსი) სამუშაო აღწერილობები;

-         შემუშავდა მომსახურების მიწოდების (საქმეების განხილვის) დეტალური ინსტრუქციები - სტანდარტული ოპერაციული პროცედურების პაკეტი;

-         შემუშავდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა; სანებართვო განყოფილების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები და შესრულებული სამუშაოს შეფასების ჩარჩო (ინდიკატორები);

-         შემუშავდა რეკომენდაციები თბილისის არქიტექტურის სამსახურის საინფორმაციო სისტემის (tas.ge) ტექნიკური და ფუნქციონალური გაუმჯობესებისთვის.

საკონტაქტო პირი: მარიამ ნაფეტვარიძე

m.napetvaridze@irc.ge