საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში
 15/03/2017


პროექტის სახელწოდება: საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში

პროგრამა: საჯარო მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

განხორციელების პერიოდი: 15.03.2017 - 01.08.2017

ბიუჯეტი: 49 500 USD

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, წინასწარ შერჩეული 3 სერვისის მაგალითზე, მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული, გამარტივებული მომსახურების დანერგვა

პროექტის შედეგები:

-         განხორციელდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდა ის სირთულეები, რასაც მომხმარებლები აწყდებიან თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისით სარგებლობისას;

-         მოხდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადამიანური რესურსების შეფასება, გამოვლინდა კონკრეტული პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები;

-         მოხდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეფასება;

-         გამოიკვეთა თბილისის არქიტექტურის სამსახურის სუსტი მხარეები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები

საკონტაქტო პირი: მარიამ ნაფეტვარიძე

                                          m.napetvaridze@irc.ge