საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერა არალეგალური მიგრაციისა და რადიკალიზაციის რისკების შემცირებით
 07/07/2016


პროექტის სახელწოდება: ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერა არალეგალური მიგრაციისა და რადიკალიზაციის რისკების შემცირებით

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი

განხორციელების პერიოდი: 07.07.2016- 06.07.2017

 

ბიუჯეტი: 336 841 EURO

პროექტის მიზანი: გურიისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები მიგრანტებისა და მარგინალურ ჯგუფებში თემისადმი მათი კუთვნილების შეგრძნების გაღვივება, ამ გზით რადიკალიზაციის საფრთხეების შემცირება, სამიზნე ჯგუფებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მრავალაქტორული ქსელის განვითარების წახალისება, (პოტენციური) მიგრანტებისა და სხვა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის შედეგები:

-       კახეთსა და გურიის რეგიონებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესისა და არალეგალური მიგრაციის შედეგებზე ინფორმირებული მოსახელობა;

-       მრავალაქტორული განვითარებული ქსელი პანკისსა და ოზურგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის;

-       გაუმჯობესებული უნარები და შესაძლებლობები პანკისსა და ოზრუგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში;

-       სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირებულობა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესისა და არალეგალური მიგრაციის შედეგებზე.

საკონტაქტო პირი: ანა ლაცაბიძე

                                   a.latsabidze@irc.ge