პროექტის სახელწოდება: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
განხორციელების პერიოდი: 12.11.2016-11.05.2019
ბიუჯეტი: 540000 ევრო
პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარ მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სრულფასოვანი სოციალური რეაბილიტაცია და რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევა დაგეგმილია ისეთი თავშესაფრის მოწყობით, სადაც ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოსთან ერთად ისარგებლებენ სარეაბილიტაციო-სარეინტეგრაციო პროგრამით, რომელიც მორგებულია ბენეფიციარებისა და მათზე დამოკიდებული არასრულწლოვან პირთა საჭიროებებზე.