პროექტის სახელწოდება: ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება დედებია და ბავშვებისთვის
განმახორციელებელი: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონფი
პარტნიორები: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტტი (EHRLILI)
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (EU)
განხორციელების პერიოდი: 28.10.2016- 28.04.2019
ბიუჯეტი: 438 950 EUR
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანი იყო კახეთში მცხოვრები დედებისა და მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის ჯანდაცვისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივის გაუმჯობესება ადგილობრივი ინიციატივების დივერსიფიცირებისა და ხელშეწყობის გზით.
პროექტის შედეგები:
- თემატური საგანმანათლებლო პროგრამები თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის;
- დანერგილი სასწავლო პროგრამები პოზიტიური დედობის შესახებ, და ამ მიმართულებით გადამზადებული ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანები;
- სათემო ორგანიზაციების მიერ პილოტირებული სერვისები რეპროდუქციული და ფსიქიკური ჯანმრთელობისა, და შშმ ბავშების სოციალიზაციისა და განვითარების მიმართულებით;
- ათეულობით სათემო ლიდერი, რომელიც გადამზადდა სათემო ინიციატივების იდენტიფიცირების, პროექტის მომზადებისა და მართვის სფეროში;
- ათზე მეტი განხორციელებული სათემო ინიციატივა;
- სამივე სამიზნე მუნიციპალიტეტში სათემო შეკრებებისთვის აღჭურვილი სივრცე.
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭუმბურიძე