საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
<" />
პრესრელიზი – ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს დამისამართების სისტემის ახალ ინიციატივას საქართველოში აპრილი 15, 2011.
 15/04/2011


თბილისი, საქართველო - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი ჯონათან კონლი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ახალ ინიციატივას გააცნობენ. პროექტის მიზანია, დაზუსტდეს მისამართები და არჩევნებისთვის შეიქმნას ამომრჩევლების სარეგისტრაციო მონაცემთა გაუმჯობესებული ბაზა. ღონისძიება ჩატარდება 15 აპრილს, 14:00 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.

პროექტი დაფინანსებულია 300 000 აშშ დოლარით ამერიკის მთავრობის მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესების მიმართ\" (ITEP), რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

პროექტის პილოტირება განხორციელდება ძველი თბილისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდება შეფასებები და რეკომენდაციები დამისამართების სამუშაოების ეფექტური მენეჯმენტის მოდელის შესაქმნელად, რომლის გამოყენებაც მოხდება საქართველოს მასშტაბით. პროექტი მოიცავს განსაზღვრულ მისამართებზე 150 000 პირის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. დამისამართების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა რეესტრის დაზუსტებას და არჩევნების ეფექტურად ჩატარებას.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესების მიმართ\" მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანობის ამაღლებას, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა მონაწილეობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში. პროექტის პილოტირებას განახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესების მიმართ\" (ITEP) პროგრამის ფარგლებში.