საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის თანამშრომლებმა ხარისხის მართვის, სერვისის დიზაინისა და მიწოდების საკითხებზე უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ტრენინგი ჩაატარეს
 10/06/2018

2018 წლის 8-9 ივნისს, სასტუმრო "ლოლიტაში", ევროკავშირის სასამართლო მხარადაჭერის პროექტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომელთათვის ხარისხის მართვის, სერვისის დიზაინისა და მიწოდების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა და უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე, შემდეგ კი სიტყვა გადაეცათ კონსულტანტებს/ტრენერებს.
გიორგი გაბრიელაშვილმა და ქეთევან გომელაურმა სამუშაო შეხვედრები სამ სესიად წარმოადგინეს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხარისხის განყოფილების როლს სერვისის დიზაინისა და მიწოდების ჭრილში, ისევე როგორც ხარისხის მართვას და მის მზარდ როლს საჯარო სექტორში.
მესამე სესიის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა მოისმინეს ინფორმაცია წინასწარ შერჩეული სერვისის მაგალითზე, სერვის დიზაინის კონსოლიდირებული ჩარჩოს შემუშავებასა და ხარისხის მართვის სამსახურის როლის შესახებ აღნიშნულ პროცესში.