საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის თანამშრომლებთან
 12/04/2019

10-11 აპრილს, ქ. ბათუმში ინოვაციების და რეფორმების ცენტრმა - პროექტის „ბათუმის მერიის სერვისების მიწოდების სტრატეგიის შემუშავება" ფარგლებში - ჩაატარა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის თანამშრომლებთან. შეხვედრების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ბათუმის მერიის საჯარო სერვისების განვითარების სტრატეგიის კონცეფციისა და სერვისების კატალოგის გაცნობა; ასევე, ფოკუს-ჯგუფები ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ბათუმის მერიის სერვისების მომხმარებლებთან ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გამოსავლენად. შემუშავებულ სტრატეგიას ბათუმის მერიისთვის იმედია ექნება პრაქტიკული ღირებულება სერვისების განვითარებისა და მიწოდების თვალსაზრისით. პროექტი ხორციელდება დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ტეტრატეკი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.