საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
უფასო იურიდიული დახმარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე
 16/09/2019

 

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC) უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მყოფ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დახმარება გულისხმობს, როგორც სატელეფონო და პირისპირ კონსულტაციას, ასევე საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასა და წარმომადგენლობას შესაბამის საჯარო დაწესებულებებში.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის" ფარგლებში, რომელსაც IRC 2019 წლის მაისიდან ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის აქტუალიზაცია და პრაქტიკის გაუმჯობესება.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავებამ უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანის შესახებ ათეულობით კომპანია ამუშავაბს პერსონალურ მონაცემებს და სხვადასხვა გზით და მიზნით იყენებს. თითოეული ჩვენგანი, თითქმის ყოველდღიურად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე საკუთარი პერსონალური მონაცემების კვალს ტოვებს: ასაკის, პირადი ნომრის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, შემოსავლის, შენაძენების, ინტერესთა სფეროების, პოლიტიკური გემოვნების თუ სხვა სახით. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად სხვა პირები და კომპანიები ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებენ ჩვენ შესახებ, რის საფუძველზეც ჩვენი ინტერესები, გეგმები და ქცევა პროგნოზირებადი ხდება. მართალია, მონაცემების მიმოცვლა აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა ეს პროცესი ამავდროულად საფრთხეებსაც შეიცავს.
ასეთ პირობებეში პერსონალური მონაცემების არაკანონიერმა, არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შეიძლება უმძიმესი მატერიალური და მორალური/ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს ადამიანს.
თუ თვლით რომ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლი ორგანიზაციები - სახელმწიფო დაწესებულებები ან/და კერძო კომპანიები უკანონოდ ან/და გადაჭარბებულად ამუშავებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ან/და არასათანადოდ იცავენ მათ უსაფრთხოებას, ან თუ გსურთ გაიგოთ:

  • რა ვალდებულებები აქვს საჯარო თუ კერძო უწყებებს მოქალაქის მონაცემების დამუშავებისას?
  • როდის აქვს ექიმს პაციენტის მონაცემების მოთხოვნის ან/და გამჟღავნების უფლება?
  • რა შემთხვევაშია ვიდეოთვალთვალი არაკანონიერი?
  • რა ვალდებულებები აქვთ კომპანიებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას?
  • ან თუ ზოგადად გაინტერესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში თქვენი უფლებები და მათი რეალიზაციის შესაძლებლოიბები, მოგვმართეთ:

ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე
ტელეფონის ნომერი: 032 255 20 02
ელ-ფოსტა: INFO@IRC.GE.