საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
IRC-მა საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული კვლევების შედეგები წარადგინა
 20/05/2021

მიმდინარე წლის, 20 მაისს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC), პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის გარე მონიტორინგი" დასკვნით ღონისძიებაზე, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული 10 კვლევის შედეგი წარადგინა.

ღონისძიება IRC-ის დირექტორმა, გიორგი გაბრიელაშვილმა, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორმა ადამ შმიდტმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ გახსნეს. ონლაინ ფორმატის შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დასკვნით ღონისძიებას წინ უძღვოდა შეხვედრების ციკლი, სადაც კვლევის ავტორთა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით დეტალურად ხდებოდა თითოეული კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მსჯელობა/დისკუსია. შეხვედრების შედეგად მიღებულმა უკუკავშირმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კვლევების ანგარიშების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე.

პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის გარე მონიტორინგი“ მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებას და წვლილი შეიტანოს საჯარო მმართველობის რეფორმის 2021-2024 წლების სტრატეგიის შემუშავებაში. 

პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მიმდინარეობს.