საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
უფასო ონლაინ ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის!
 07/07/2020

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგზეპერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ტრენინგი განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

- რექტორებისთვის
- ლექტორებისთვის
- ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის

უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში თავს იყრის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პერსონალური მონაცემები. დაცული მონაცემების დიდი მოცულობა ამ სისტემაში მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის აუცილებლობას განაპირობებს.

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესის მართვისას სულ უფრო მეტად იყენებენ ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სისტემებს, რაც დამუშავების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებთან ერთად შეიცავს მონაცემებთან არაავტორიზებული წვდომის რისკსაც.

შესაბამისად, ამ კუთხით იზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც მონაცემების დამმუშავებლის როლი და პასუხისმგებლობა.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშნველობა

- მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები

- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში/უნივერსიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა

 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა უნივერსიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდება 10 ივლისს, 12:00-15:00 სთ.

ტრენინგი ტარდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტისმონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვისფარგლებში და მასში მონაწილეობა უფასოა!

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმაhttps://forms.gle/BBC1wgkxBDSk3pu18

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე ან დარეკოთ 032 255 20 01

გისურვებთ წარმატებას!