საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
უფასო ონლაინ ტრენინგი კერძო და საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის!
 03/07/2020

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგზე პერსონალურ მონაცემთა დაცვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

ტრენინგი განკუთვნილია კერძო/საჯარო სკოლების:

 

·         დირექტორებისთვის

·         მასწავლებლებისთვის

·         ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის

 

არასრულწლოვანთან საუკეთესო ინტერესების, მათ შორის, არასრულწლოვანთან პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არასრულწლოვანი ადამიანები შეიძლება არ ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას ან ვერ აცნობიერებდნენ იმ რისკებს, რომლებიც მათ მონაცემთა დამუშავებას შეეხება.

შესაბამისად, ამ კუთხით ერთიორად იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც არასრულწლოვანთა მონაცემების დამმუშავებლის როლი და პასუხისმგებლობა.

 

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

·         პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშნველობა

·         მონაცემთა დამუშვების პრინციპები და საფუძვლები

·         ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა

·         სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით

 

კერძო სკოლების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდება 7 ივლისს, ხოლო საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის 8 ივლისს.

 

ტრენინგი ტარდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის ფარგლებში და მასში მონაწილეობა უფასოა!

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/3SxP6rcZYStBYkkm7

 

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე ან დარეკოთ 255 20 01

 

გისურვებთ წარმატებას!