COVID-19 პანდემიის შედეგად, საქართველოში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, IRC-ი პროექტის „მოქალაქეობის არმქონეობის დასრულება საქართველოში“ ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მოქალაქეობისა და დოკუმენტების არმქონე პირთა უფასო სამართლებრივ კონსულტაციასა და დახმარებას შემდეგ საკითხებზე:
- საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა;
- საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და მიღება;
- დაბადების, პირადობისა და ბინადრობის მოწმობის მიღება;
- მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის და სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე შემდეგი საშუალებით:
საკონსულტაციო ხაზი: (+995) 599 04 64 64; (+995) 599 04 65 65
Skype: Legal aid
E-mail: info@irc.ge