საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესეების კონკურსი

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით ფარგლებში ცხადებს ესეების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის პოპულარიზაციას, უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების საკითხის ცნობადობის ამაღლებას, დაინტერესებული სტუდენტების გამოვლენას და საზოგადოებაში დისკუსიის წახალისებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

ნაშრომის თემატიკაა ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

აღნიშნული თემატიკის გათვალისწინებით, დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოამზადონ ნაშრომი ისეთ თემებზე, როგორიცაა:

·         უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში

·         უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების რეფორმის საჭიროება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

·         უსაფრთხოების სააგენტოების საზედამხედველო სისტემები და არსებული გამოწვევები

·         ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც შეეხება ესეების კონკურსის თემატიკას

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით უნდა გამოხატონ დაინტერესება ესეების კონკურსში მონაწილეობისათვის. ამისთვის ელექტრონულ მისამართებზე info@irc.gea.japaridze@irc.ge უნდა გამოგზავნონ სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ნაშრომის სავარაუდო სათაური. წერილის სათაურში (subject line) უნდა მიუთითონ - ესეების კონკურსი.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი. საბოლოო ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: info@irc.ge, წერილის სათაურში უნდა იყოს მითითებული - ესეების კონკურსი IRC

ტექნიკური მოთხოვნები:

-        ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტის სახით

-        მოცულობა - 1000-1500 სიტყვა

-        ფონტი: Sylfaen, ზომა - 12

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

-        საკითხის აქტუალობა

-        თემატიკასთან შესაბამისობა

-        მსჯელობა და არგუმენტაცია

-        დასმული პრობლემის/საკითხის ამომწურავად დაფარვა

კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით:

I ადგილი - სტიპენდია ჯამურად 2400 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა), რომელიც განაწილდება 12 თვეზე.

II ადგილი - 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში (IRC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში - უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით

III – IV ადგილები - SJC) მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობა

V ადგილი - 1000 ლარის ფარგლებში სასწავლო/საგანმანათლებლო კურსის (ან კონფერენციაში მონაწილეობის) დაფინანსება.

ესეების კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანასტასია ჯაფარიძეს a.japaridze@irc.ge

გისურვებთ წარმატებებს!