საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნა

პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში იწყება ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG - Local Action Group) შექმნა ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.

სულ დაგემილია 4 ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა:
o ამბროლაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
o ონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
o ცაგერის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
o ლენტეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე - https://forms.gle/RexMAVuzfJ3LMEEu9

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) არის სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება. მისი წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, ვისაც სურს თავისი სოფლის, თემის, ქალაქის და რეგიონის განვითარება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) კარგად გამოცდილი ინსტრუმენტია ევროპასა და საქართველოში, რომელიც იყენებს LEADER მიდგომას. LEADER მიდგომა გამოიყენება სოფლის ტიპის დასახლებების განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები აერთიანებენ ძალისხმევას საკუთარი თემის ეკონომიკური გაძლიერების, გარემოს დაცვისა და ზოგადად, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის.

თუ ცხოვრობ ამბროლაურის, ონის, ცაგერის ან ლენტეხის მუნიციპალიტეტში ან/და შენი საქმიანობით მჭიდრო კავშირი გაქვს ამ მუნიციპალიტეტ(ებ)თან, დაინტერესებული ხარ რეგიონში ცხოვრების გაუმჯობესებით, ხარ აქტიური და გინდა ჩაერთო შენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! გამოხატე ინტერესი, შეავსე განაცხადის ფორმა 2023 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით და გახდი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის
(LAG) წევრი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობა არის ნებაყოფლობითი და არაანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი გამოცდილებით, იდეებითა და კონკრეტული პროექტების ინიცირებით მონაწილეობა მიიღონ თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, განსაზღვრონ განვითარების პრიორიტეტები.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) დაფუძნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის ცენტრთან და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიასთან თანამშრომლობით.

პროექტის საინფორმაციო ნომერი: +995 599 061166